ავტორიზირებული პარტნიორი კომპანია საქართველოში.
ka
en

პროექტის მართვა Scrum Agile
მეთოდოლოგიით

ჩვენ შესახებ

პროფილი

Certi Georgia გახლავთ Certiport a Pearson VUE Business ავტორიზირებული პარტნიორი საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სასერთიფიკატო პროგრამები. საქართველოში არსებულ სასწავლო ინსტიტუტებთან ერთად, ქართველ სტუდენტებს და ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს საერთაშორისო დონის სასერთიფიკატო გამოცდებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, რომელიც შემუშავებულია Microsoft, Adobe, Autodesk, Apple და სხვა კომპანიის ექსპერტების მიერ.

 

მისია

Certi Georgia, პარტნიორ საგანმნანათლებლო ინსტიტუტებთან და კომერციულ ორგანიზაციებთან ერთად ქმნის შესაძლებლობას სტუდენტებისთვის და კერძო კომპანის თანამშრომლებისთვის წარმოაჩინონ, გაიღრმავონ და განამტკიცონ საკუთარი ცოდნა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, რომელიც გზას გაუკვალავს მათ მომავალ კარიერულ ზრდაში და პროფესიულ განვითარებაში. ჩვენი მეშვეობით, საგანმანათლებლო ინსტიტუტებს საშუალება აქვთ შესთავაზონ კომპანიებს გლობალური სტანდარტების შესაბამისად სერთიფიცირებული და პროფესიონალი კადრები.

 

ხედვა

ჩვენ სრულად ვიზიარებთ, ჩვენი პარტნიორი კომპანია Certiport-ის "ქსელური" მოდულის პრინციპს და ვფიქრობთ, რომ გამოცდების ხელმისაწვდომობა დამოუკიდებელი და კვალიფიციური კონტრაქტორების მეშვეობით არის საუკეთესო შესაძლებლობა, რათა საერთაშორისო სერთიფიცირება ხელმისაწვდომი გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის.