ავტორიზირებული პარტნიორი კომპანია საქართველოში.
ka
en

პროექტის მართვა Scrum Agile
მეთოდოლოგიით

(MOS) Microsoft Office Specialist

Microsoft Office Specialist გახლავთ საოფისე პროგრამების სასერთიფიკატო გამოცდები, რომელიც ადასტურებს მფლობელის ცოდნას კონკრეტულ საოფისე აპლიკაციაში.

დღეს, თითქმის ყველა სამუშაო პოზიციაზე გამოიყენება საოფისე აპლიკაციები, რომელიც ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ხშირად სწორედ ამ აპლიკაციების ღრმა ცოდნა არის სამსახურში აყვანის თუ წახალისების მოტივატორი. 

კადრის შერჩევისას, დამსაქმებლისთის პრიორიტეტულია კანდიდატის კვალიფიკაციის დადასტურება, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულად ხდება. თუმცა Microsoft-ის ექსპერტების მიერ შექმნილი, საერთაშორისო გამოცდილებაზე და მოთხოვნებზე დაფუძნებული MOS სერთიფიკატები, საუკეთესო გარანტიაა იმისა, რომ დამსაქმებელი დროის მცირე მონაკვეთში, მისთვის სასურველ კადრს შეარჩევს.

სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად მსოფლიოში კანდიდატთა 1 მლნ.-ზე მეტი იღებს აღნიშნულ სერტიფიკატს, რომელიც ხელმისაწვდომია 150-ზე მეტ ქვეყანაში 13 ენაზე.

 

MOS მოიცავს 3 დონეს:

- სპეციალისტი (MS Excel, MS Word, MS PowerPoint, MS Outlook, MS OneNote, MS Access, MS Sharepoint), რომელიც განსაზღვრავს მფლობელის ფუნამენტურ ცოდნას კონკრეტულ აპლიკაციაში

- ექსპერტი (MS Excel expert, MS Word expert), რომელიც განსაზღვრავს მფლობელის სიღმისეულ ცოდნას MS Excel ან MS Word აპლიკაციაში;

- მასტერი (MS Excel expert, MS Word expert, MS PowerPoint და MS Access ან MS Outlook), რომელიც განსაზღვრავს მთლიანად საოფისე პროგრამების სიღრმისეულ ცოდნას.

 

გამოცდის ჩაბარების შემდგომ, კანდიდატი იღებს ოფიციალურ საერთაშორისო სერტიფიკატს და ბაჯეს, რომელიც შეუძლია თან დაურთოს რეზიუმეს, გამოიყენოს სოციალურ ქსელსა და დამსაქმებელთან კომუნიკაციაში.

 

რატომ MOS?

Microsoft Office Specialist გეხმარებათ:

- გაზარდოთ თქვენი GPA თუ ხართ სტუდენტი და დასაქმდეთ უფრო სწრაფად ვიდრე ამას თქვენი თანატოლები შეძლებენ;

- დამსაქმებლისთვის თქვენი რეზიუმე გახდეს უფრო მიმზიდველი და იყოთ გამორჩეული სხვა აპლიკანთა შორის;

- უფრო სწრაფად და ეფექტურად შეასრულოთ სამუშაო ვიდრე თქვენი კოლეგები შეძლებენ;

- იყოთ გამორჩეული და სასურველი თანამშრომელი ორგანიზაციაში.

 

სწავლა, პრაქტიკა, სერთიფიცირება

სასერთიფიკატო გამოცდისთვის მომზადება საკმაოდ მარტივია და უმთავრესად მოითხოვს კანდიდატის ნებისმყოფას და მზაობას მიაღწიოს დასახულ მიზანს. კომპანია Certiport გთავაზობთ ყველა საჭირო მასალას, რათა დამოუკიდებლად შეძლოთ მომზადება. კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ოფიციალური სასწავლო სილაბუსები და Gmetrix-ის პრაქტიკული ტესტები, რომელიც გახლავთ სასერთიფიკატო გამოცდის იდენტური და თავიდანვე გაძლევთ საშუალებას შეეჩვიოთ საგამოცდო გარემოს. სერთიფიცირების ეტაპი მოიცავს:

- სწავლას (როგორც დამოუკიდებლად, ასევე თქვენთვის სასურველ საგანმანათლებლო დაწესებულებაში)

- პრაქტიკას (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი Gmetrix-ის ტესტების გამოყენება)

- სერთიფიცირება (გამმოცდაზე გასვლა შესაძლებელია ჩვენს რომელიმე ავტორიზირებულ ტესტირების ცენტრში)

 

Microsoft Office Specialist 2013              Microsoft Office Specialist 2016        Microsoft Office Specialist  (Office 365 და Office 2019)

MS Word                                              MS Word                                           MS Word associate

MS Excel                                              MS Excel                                          MS Excel associate

MS PowerPoint                                        MS PowerPoint                                     MS PowerPoint associate

MS Excel expert part1                                 MS Excel expert                                   MS Outlook associate

MS Excel expert part2                                 MS Word expert                                    MS Excel expert

MS Word expert part1                                MS Access                                         MS Word expert

MS Excel expert part2                                MS Outlook                                        MS Access expert

MS Access

MS Outlook

MS SharePoint

MS OneNote